ტრენინგის პირველი დღე საინტერესოდ დაიწყო, გავეცანით ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს და გავიცანით ერთმანეთი, ამის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის რეჟიმი, მიზნები და ის სახელმძღვანელო ,რომლის დახმარებითაც აღნიშნული პროექტის განმავლობაშიც უნდა გვეხელმძღვანელა. დიდი ინტერესით შევუდექით მუშაობას და განვიხილეთ მოდულები. ამის შემდეგ შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, სადაც შევინახეთ ის რესურსები ,რომელიც განსაკუთრებით საინტერესო იყო.შემდეგ სასწავლო პროექტების ნიმუშებში ვნახეთ პროექტი,,რომეო და ჯულიეტა",რომელიც ყურადღებით დავათვალიერეთ და და მოვიწონეტ.ამის შემდეგ შევქმენით ახალი ბლოგები. ტრენინგის ბოლოს ტრენერისაგან მივიღეთ დავალება საპროექტო თემის მოძიებაზე.
No comments:
Post a Comment