Tuesday 11 September 2018

მეეცხრე დღის რეფლექსია

        გადავხედეთ საკუთარ პორტფოლიოს, ავტვირთეთ დისკზე და გავაზიარეთ ბლოგზე. გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები და მივიღეთ უკუკავშირი. ტრეინინგი იყო საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო, შესწავლილ მასალას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.
     

Monday 10 September 2018

მეერვე დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე,გავეცანით საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ სტანდარტებს, განვიხილეთსასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი,პორტფოლიოს ჩეკლისტი და პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა.სრულვყავით საპროექტო გეგმის შაბლონი.

Friday 7 September 2018

მეშვიდე დღის რეფლექსია

      ტრეინინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წყვილებში მუშაობით, განვიხილეთ მოსწავლის პრეზენტაციები და ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარები ბლოგებზე.გავიარეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი. შეფასების სტრატეგიებში განვიხილეთ თვითრეგულირების უნარის განვითარების ფორმები.ბოლოს გადავხედეთ პროექტის გეგმებს და მივიღეთ დავალებები.

Wednesday 5 September 2018

მეექვსე დღის რეფლექსია

მოსწავლის პრეზენტაცია

ტრეინინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევრები და მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი. შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები , გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია POWER POINT-ში და გავაზიარეთ ბლოგზე.

Monday 3 September 2018

მეხუთე დღის რეფლექსია

                ტრეინინგის მეხუთე დღე დავიწყეთ დაწყვილებით და ერთმანეთს გავუზიარეთ აზრები საპროექტო თემის შესახებ,მივიღეთ უკუკავშირი.ინტერნეტი 
განვიხილეთ,როგორც საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალება.მისამართებით ჩავსვით სასურველი სურათები და გავეცანით საავტორო უფლებებს. ამის შემდეგ დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები და გავაკეთეთ კომენტარები.ასევე ვნახეთ მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები და მივიღეთ დავალებები.

Wednesday 29 August 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

                                   

       ტრეინინგის მეოთხე დღე დავიწყეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვით.გავაკეთეთ შეასების მოკლე მონახაზი, ვიმუშავეთ დროის ჩარჩოზე და შევქმენით შეფასების ინსტრუმენტი.გავიხსენეთ POVER POINT_ში მუშაობა.