Wednesday, 29 August 2018

მეოთხე დღის რეფლექსია

                                   

       ტრეინინგის მეოთხე დღე დავიწყეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვით.გავაკეთეთ შეასების მოკლე მონახაზი, ვიმუშავეთ დროის ჩარჩოზე და შევქმენით შეფასების ინსტრუმენტი.გავიხსენეთ POVER POINT_ში მუშაობა.

Monday, 27 August 2018

მესამე დღის რეფლექსია

ტრეინინგის მესამე დღე საკმაოდ დატვირთული იყო.სტანდარტები და ინდიკატორები მოვარგეთ ჩვენი საპროექტო თემის გეგმას.შევიმუშავეთ მაღალი სააზროვნო უნარების ახლებური ვერსია ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით.მოვიფიქრეთ და ჩავინისნეთ მიმართულების მიმცემი კითხვები:
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
·         რატომ უნდა შევიყვაროთ წიგნები?

თემატური კითხვები
·         როგორი იქნებოდი ახლა,რომ არ შეგესწავლა წერა-კითხვა?
·         წიგნის გარეშე შეძლებდა თუ არა ადამიანი წარმატებების მიღწევას?

შინაარსობრივი კითხვები
·         რომელი ლექსი გახსენდებათ წიგნებთან დაკავშირებით?
·         რომელია თქვენი საყვარელი წიგნი?
·         იცით თუ არა ბიბლიოთეკით სარგებლობა?

Friday, 24 August 2018

მეორე დღის რეფლექსია

           ტრეინინგის მეორე დღე, წინა დღესთან შედარებით მსუბუქი მომეჩვენა,ვფიქრობ ეს იქიდან იყო გამოწვეული , რომ გარკვეული ცოდნა უკვე დაგროვილი მქონდა პირველი დრიდან.მოვისმინეღ ერთმანეთის საპროექტო თემები, რომელზეც მოგვიწევს მუშაობა აღნიშნული ტრეინინგის განმავლობაში.სახელმძღვანელოში ვნახეთ ბუკლეტების ნიმუშები და ვისწავლეთ თუ როგორ უნდა შევქმნათ ისინი.შემდეგ ,,word"-ში პრაქტიკულად შევქმენით სხვადასხვა  დიაგრამის ნიმუშები, ვისწავლეთ სურათების ჩასმა და ა.შ.ბოლოს გადავხედეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს და ჩავინიშნე საჭირო ინდიკატორები და მივიღეთ დავალება.

Wednesday, 22 August 2018

პირველი დღის რეფლექსია

          ტრენინგის პირველი დღე საინტერესოდ დაიწყო, გავეცანით ჩვენს არაჩვეულებრივ ტრენერს და გავიცანით ერთმანეთი, ამის შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის რეჟიმი, მიზნები და ის სახელმძღვანელო  ,რომლის დახმარებითაც აღნიშნული პროექტის განმავლობაშიც უნდა გვეხელმძღვანელა. დიდი ინტერესით შევუდექით მუშაობას და განვიხილეთ მოდულები. ამის შემდეგ შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე, სადაც შევინახეთ ის რესურსები ,რომელიც განსაკუთრებით საინტერესო იყო.შემდეგ სასწავლო პროექტების ნიმუშებში ვნახეთ პროექტი,,რომეო და ჯულიეტა",რომელიც ყურადღებით დავათვალიერეთ და და მოვიწონეტ.ამის შემდეგ შევქმენით ახალი ბლოგები. ტრენინგის ბოლოს ტრენერისაგან მივიღეთ დავალება საპროექტო თემის მოძიებაზე.